კომპანია “თერმორუმი” SIME-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

 

იტალიურ ბრენდს, „Fondiere Sime Spa“ – ს საფუძველი 1971 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ აქტიურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს გათბობის სისტემებში.

Sime-ს ბრენდის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ცენტრალური და სტაციონალური გათბობის სისტემების,რადიატორებისა და სამრეწველო დანიშნულების პროდუქციის წარმოება.

ბრენდის პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 42 ქვეყანაში გადის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Fondiere Sime S.P.A – კომპანიის სახელი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდი გათბობის სისტემებში,ვინაიდან იგი მუდმივად მუშაობს პროდუქციის გაუმჯობესებაზე,სანდოობასა და ინოვაციებზე. სწორედ ამ მიდგომით დაიმსახურა უამრავი ჯილდო.მისი ერთგულება პროდუქციის ხარისხისა და მომხმარებლებისადმი აისახება მის სერთიფიკატებზე ISO9001,ASM და CE.  ISO9001 ბრენდმა მიიღო ხარისხის მართვის სისტემებისთვის,რომელიც მოიცავს სამ ფუნდამენტურ მიზანს :

  • მომხმარებლის კმაყოფილება
  • მუდმივი გაუმჯობესება
  • სტანდარტებთან შესაბამისობა

ASM-იგივე American society of Mechanical engineers და CE  სერთიფიკატი გადაეცა უსაფრთხოების სტანდარტების უმაღლესად დაცვისათვის.

Sime-ს ბრენდის ძირითადი მამოძრავებელი მუდმივი ინოვაციებია,ცხელი წყლის/გათბობის სისტმებში,რამაც უდიდესი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებასა და ზრდაში,როგორც შიდა ისე კომერციულ ბაზარზე. Sime-ს დიზაინისა და განვითარების ინჟინრების ჯგუფი მუდმივად ავითარებს ძველს და ცდის ახალ ტექნოლოგიებს რათა მაქსიმალურად უზრუნველჰყოს მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება.

Fondiere Sime S.P.A – ბრენდის მიზანი :

  • „Our key purpose is to create and deliver value for our customers and to earn their lifetime loyalty.“
  • „ჩვენი მიზანია მოვუტანოთ სარგებელი მომხმარებლებს რათა დავიმსახუროთ მათი ნდობა მთელი ცხოვრების განმავლობაში“
  • „Our success depends on our people and the strong values in customer service we strive to maintain.“
  • „ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე და მომსახურების სფეროს მაღალ ფასეულობებზე,რომელთაც ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ.“

შეგახსენებთ,რომ „თერმორუმი“  “SIME” – ს ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორია საქართველოში.