ფირმის სიახლეები

რეგულაციები აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისათვის

Sime – ს ბრენდის გათბობის ქვაბები სრულად აკმაყოფილებს რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

ივლისიდან,ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია შედის ძალაში. „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული,საკმაოდ მკაცრი რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები.

84 – ე დადგენილება რეგულაციაა, რომელიც ასორტიმენტის კონტროლს გულისხმობს. მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნავენ, რომ რეგულაცია გერმანული მოდელის ანალოგია და შესაბამისად აირად საწვავზე მომუშავე პროდუქციაზე გავრცელდება ის ნორმატივები, რაც აქვს ევროპას .