ვებ–გვერდის წესები და პირობები
შპს თერმორუმი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405134448) (შემდგომში – „კომპანია“) და მისი მომხმარებელი, რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით, თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:
- შესავალი
წინამდებარე ვებ-გვერდის წესები და პირობები (შემდგომში – „წესები და პირობები“), „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და ყველა სხვა სახის წესები და პირობები, რომლებიც გამოქვეყნებულია კომპანიის ვებ-გვერდზე, აპლიკაციებსა (არსებობის შემთხვევაში) და საჯარო გამოქვეყნების სხვა წყაროებში (ერთობლივად „სერვისები“), განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლითაც შპს თერმორუმი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405134448, მისამართი: ქ. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. #37) მომხმარებელს თავაზობს წვდომასა და სარგებლობას კომპანიის სერვისებით. მომხმარებელი თანხმდება დაიცვას წინამდებარე შეთანხმების ყველა პირობა, როდესაც იწყებს სახელშეკრულებო ურთიერთობას ან იყენებს კომპანიის სერვისებს.
- კომპანიის შესახებ
თერმორუმის საკუთრებაში არსებულ დომენზე: https://trm.ge/ განთავსებული ვებგვერდი არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების პროდუქცია და მასთან დაკავშირებული სერვისები სხვადასხვა ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით, სადაც კომპანია წარმოადგენს გამყიდველ/სერვისის მიმწოდებელ მხარეს, ხოლო მომხმარებელი – მყიდველ/სერვისის მიმღებ მხარეს. კომპანიის მიერ გაცხადებული ნებისმიერი მითითება, როგორიცაა ფასები, მიწოდების პირობები, პროდუქციის/სერვისის აღწერა, არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და მომხმარებელი თავად წყვეტს, ეთანხმება მას თუ არა მას და ამის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას განახორციელოს თუ არა შეკვეთა, რომელსაც შემდგომში, კომპანია ან დაეთანხმება ან მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის წესით, უარს განაცხადებს სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებაზე.
- ვებ–გვერდის გამოყენება
- ვებ-გვერდის ზოგიერთი ფუნქციის სრულად გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს მომხმარებლის ანგარიშის შექმნა. რეგისტრაციის პროცესი და პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
- კომპანიის სერვისების გამოყენებასთან ან წვდომასთან დაკავშირებით, მომხმარებელი თანხმდება დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები, კომპანიის პოლიტიკა, კომპანიის პირობები და ყველა მოქმედი კანონი, წესი და რეგულაცია და არ მოახდენს:
- კანონების, რეგულაციების, მესამე მხარის უფლებების ან კომპანიის სისტემების, სერვისების, პოლიტიკის ან მომხმარებლის ანგარიშის ბოროტად გამოყენებას.
- კომპანიის სერვისების გამოყენებას, თუ მომხმარებელს არ აქვს უფლებამოსილება დადოს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებები (არასრულწლოვანებიდან, შეზღუდული ქმედუნარიანობიდან ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე), ან დროებით ან განუსაზღვრელი ვადით მომხმარებელს შეჩერებული აქვს კომპანიის სერვისების გამოყენების უფლება.
- მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთების ღირებულების გადაუხდელობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება იდება კომპანიასთან შეთანხმებული სხვაგვარი წესით.
- ნებისმიერი სახის მანიპულირებას.
- მომხმარებლის ანგარიშის სხვა მხარისთვის გადაცემას კომპანიის თანხმობის გარეშე.
- კომპანიის პლატფორმის ფუნქციონირებაში ჩარევას არაგონივრული ან არაპროპორციულად დიდი დატვირთვის გზით (ე.წ. Denial-of-Service (DoS) attack, Refresh flooding და სხვა).
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას, რომლებიც ეკუთვნის კომპანიას.
- მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ან გამოყენებას მათი თანხმობის გარეშე.
- თუ კომპანია ჩათვლის, რომ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხმებას ან კომპანიის პოლიტიკას, ან ბოროტად იყენებს კომპანიას ან/და კომპანიის სერვისებს რაიმე ფორმით, კომპანიას, საკუთარი შეხედულებისამებრ და სხვა სამართლებრივი საშუალებების შეუზღუდავად, შეუძლია შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიშ(ებ)ი და წვდომა კომპანიის სერვისებზე, დააყოვნოს ან წაშალოს ანგარიში, გააუქმოს მომხმარებლის ანგარიშ(ებ)თან დაკავშირებული ნებისმიერი სპეციალური სტატუსი, წაშალოს განცხადებები, შეამციროს ან გააუქმოს ნებისმიერი ფასდაკლება, ბონუსი ან ქეშბექი და მიიღოს ტექნიკური ან/და სამართლებრივი ზომები, რათა თავიდან იქნას არიდებული კომპანიის სერვისების გამოყენება.
- კომპანიას, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია განსაზღვროს პროცედურა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია სავარაუდო დარღვევების შესახებ. კომპანიას შეუძლია გააუქმოს არავერიფიცირებული ანგარიშები ან ანგარიშები, რომლებიც უმოქმედო იყო ხანგრძლივი (3 თვეზე მეტი) პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, უარი თქვას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი პირის მიმართ ვებ-გვერდის გამოყენების უფლებამოსილება ნებისმიერი მიზეზით.
- მიწოდების და ანგარიშსწორების წესები
- ზოგადი პირობები: მომხმარებლის მიერ დისტანციური არხების მეშვეობით შეძენილი პროდუქტის მიწოდება ხდება კომპანიის შესაბამის ფილიალში. გარდა ამისა, დასაშვებია უშუალოდ კომპანიის მიერ პროდუქციის მიწოდება თბილისის მასშტაბით, თუ არსებობს ამის თაობაზე კომპანიის დასტური.
- გადახდა: გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის სისტემის მეშვეობით. გადახდის დროს, გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა ემთხვეოდეს შეკვეთის გაფორმების დროს შევსებულ მყიდველის მონაცემებს ან გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს პირი, ვის სასარგებლოდაც ხდება შესაბამისი თანხის გადახდა.
- შეკვეთის გაფორმების პროცესი: სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ბმულს შემდეგი თანმიმდევრობით: „კალათაში დამატება“ → „შეძენა“ → შეავსეთ „გადახდის დეტალების“ სავალდებულო მონაცემები, მონიშნეთ თანხმობა საიტის წესებსა და პირობებზე → დაასრულეთ პროცესი ღილაკზე „შეკვეთის გაფორმება“ დაჭერით → პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლის შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად.
- მიწოდების ვადა: ვებგვერდზე სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. მიწოდების ვადაა 2 სამუშაო დღე, რომელიც აითვლება მომდევნო სამუშაო დღის 10:00 საათიდან.
- მიწოდების ტარიფები: მიწოდება თბილისის მასშტაბით, 500 ლარს ზემოთ საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, არის უფასო, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, თბილისის ტერიტორიაზე საქონლის მიწოდების ტარიფი შეადგენს 30 ლარს.
- როდესაც კომპანია მომსახურების წევს მომხმარებლის წინასწარი თანხმობით და ამის საფუძველზე კომპანიამ მხარეთა შორის შეთანხმებული მომსახურება სრულად გასწია, მომხმარებელი მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში, კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
- როდესაც კომპანია მომსახურებას იწყებს მომხმარებლის წინასწარი თანხმობით და მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
- მომხარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებულ მისამართზე კომპანიის მიერ მომსახურების ან საქონლის მიწოდების შემთხვევაში, ასეთი შესრულება ჩაითვლება მომხმარებლის მიმართ გაწეულ მომსახურებად/საქონლის მიწოდებად, მიუხედავად იმისა, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ პირს წარმოადგენს უშუალოდ მომხმარებელი, მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც იმყოფება მომხმარებლის მიერ მითიტებულ მისმაართზე.
- პროდუქციის დაბრუნების პირობები
- ფიზიკურ პირს (რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად) უფლება აქვს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს ვებ-გვერდზე შეძენილი პროდუქცია.
- აღნიშნული ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის (გარდა გადამზიდავისა) მიერ საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
- პროდუქციის დაბრუნების წესი:
- პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, 1. პუნქტში მითითებული ვადის დაცვით, მომხმარებელმა უნდა განაცხადოს წერილობითი ფორმით ნება საქონლის უკან დაბრუნების შესახებ ან/და ზეპირი ფორმით ცხელი ხაზის ნომერზე (+995) 32 219 25 30.
- მომხმარებელმა წერილობითი ფორმით უნდა აღწეროს დასაბრუნებელი პროდუქციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (შეკვეთის თარიღი და შეკვეთის მიღების თარიღი) შემდეგ მეილზე: info@trm.ge.
- მომხმარებელმა დასაბრუნებელი პროდუქცია უნდა წარუდგინოს კომპანიას ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
- პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გასწიოს მის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარჯის გაწევა დაკისრებული აქვს კომპანიას.
- პროდუქციის დაბრუნების დროს პროდუქციას უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.).
- თუ საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან, მომხმარებელი ვალდებულია, დაფაროს საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობა.
- კომპანია მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს მის მიერ პროდუქციაში გადახდილ თანხას, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილ თანხას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით გათვალისიწნებულია სხვაგვარი წესი.
- კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან.
- თანხის დაბრუნება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
- თანხის დაბრუნება მოხდება წინამდებარე პირობებით დადგენილი წესითა და ოდენობით, პროდუქციის დაბრუნებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
- პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
- თუ დაბრუნებული საქონელი არის საეჭვო, ადგილი აქვს საეჭვო ქმედებებს ან მომხმარებლის საეჭვო ქცევას, პროდუქციას და პროდუქციის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქციის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე გონივრული ვადით, თუმცა არაუგვიანეს ანაზღაურების დასაბრუნებლად განსაზღვრული 7 კალენდარული დღისა.
- მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია, გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქცი(ებ)ის დაბრუნების პროცედურა.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა კომპანია გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
- მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
- ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო;
- ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
- მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
- ვალდებულების შესრულებისა და გარანტიის პირობები
- კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
- კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.
- თუ მომხმარებელი კომპანიას არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს საქონლის გამოყენება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამოიყენება.
- თუ საქონლის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ მას აქვს ამ სახეობის საქონლის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული სახეობის საქონელი, ამასთანავე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა კომპანიამ, მწარმოებელმა, მისმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განთავსებისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამის ან/და ეტიკეტის საშუალებით.
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია.
- მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში ( 7 კალენდარული დღე), ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქონლის დეფიციტის ან სხვა გარემოების გამო შესაკვეთია შესაბამისი საქონელი ან მისი დეტალი, უმოკლეს გონივრულ ვადაში, რაც საჭიროა მიწოდების უზრუნველსაყოფად.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, გარდა იმ შეემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს მეორეული საქონლის ნასყიდობას. მეორეული საქონლის ნასყიდობისას კომპანიის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების შემთხვევვაში იმოქმედებს.
- კომპანია ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული კომერციული გარანტია, მათ შორის, შესაბამისი საქონლის ან მომსახურების რეკლამაში მოცემული პირობები.
- საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:
- საგარანტიო ტალონი ან მასში მოცემული ინფორმაცია არის გადასწორებული, შეცვლილი ან/და წაშლილი;
- ნივთზე საიდენტიფიკაციო ნომერი, შტრიხკოდი ან QR კოდი (ასეთის ნიშნების არსებობის შემთხვევაში) არის წაშლილი ან შეცვლილი;
- საგარანტიო ტალონი თან არ აქვს მომხმარებელს;
- ნივთზე მექანიკური დაზიანების (დარტყმის, დაცემის) შემთხვევაში;
- დანადგარზე საგარანტიო ლუქის დაზიანების შემთხვევაში;
- შენახვის ან/და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ან/და ამ მიზეზით ზიანის დადგომის დროს;
- მომხმარებლის ან მესამე პირების მიერ ნივთზე თვითნებური სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში;
- მომხმარებელი არ ასრულებს ნივთზე დადგენილ სავალდებულო შემოწმების ან/და მოვლის პირობებს (დიაგნოსტიკა, გაწმენდა, გარეცხვა და ა.შ);
- გარე ფაქტორების ზემოქმედებით დაზიანების გამოწვევის შემთხვევაში (მაღალი ძაბვა, ძლიერი ყინვა, ძაბვის ცვლილება, ნესტი, კოროზია და ა.შ.);
- პროდუქტის არასანიტარულ მდგომარეობაში (ნესტი, მღრღნელები, მწერები) შენახვისა და ექსპლუატაციის შედეგად დამდგარ ზიანზე;
- ნივთის შეუსაბამო დატვირთვით მუშაობის ან ფართის მოცულობასთან შედარებით არასაკმარისი სიმძლავრის დანადგარის გამოყენების შემთხვევაზე;
- კონდიციონერის შემთხვევაში, მისი ტიპის შეუსაბამობა შენობა-ნაგებობის თვისობრიობასთან;
- არაკომპეტენტური პირის, მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ არაკვალიფიციური დემონტაჟის, მონტაჟის რემონტის ან სხვა სამუშაოების შემთხვევაში;
- გარეგნული იერსახის ცვლილებაზე, კოროზიაზე, გახუნებაზე;
- ფორს-მაჟორული გარემოებით დამდგარ ზიანზე.
- ნივთის შეცვლისას, თუ მომხმარებელმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომლის გადაცემაც მოხდა.
- ნივთზე გარანტია მოქმედებს მხოლოდ სტანდარტულ პირობებში გამოყენებაზე და არ ვრცელდება სპეციფიკური პირობებით, დატვირთვით ან სპეციფიკურ გარემოში (შეუსაბამო ტემპერატურა, ინტენსიური დატვირთა, ფილტრების არარსებობა ან არასწორი ფილტრების დაყენება, შეუსაბამო მილგაყვანილობა, საწარმოო დანიშნულებით გამოყენება, არასწორი მონტაჟი, არასათანადო ან არარეკომენდირებული გარემო-პირობები, სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედება) გამოყენებაზე;
- საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს შპს თერმორუმი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405134448, მისამართი: ქ. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. #37, ტელ: (+995) 32 219 25 30).
- მომხმარებლის თანხმობის ფორმა
- ვებ-გვერდზე შესვლისას, მომხმარებელს გამოუჩნდება შეტყობინება Cookies-ის გამოყენების შესახებ. ვებ-გვერდის სრულფასოვანი გამოყენებისთვის რეკომენდირებულია ამ შეტყობინებაზე დათანხმება.
- შეკვეთის განთავსების დროს, მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს სავალდებულო მონაცემები და მონიშნოს ველი, რითაც დაადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე „წესებსა და პირობებს“ და „კონფიდენციალურობის პოლიტიკას“.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ წარმატებით იქნა შეკვეთა განხორციელებული, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მის მიერ წარმატებით იქნა შევსებული სავალდებულო ველები და დადასტურდა წინამდებარე წესები და პირობები, რის შესახებად დამატებით, ლოგირება შესაძლოა დამატებით არ მოხდეს კომპანიის მიერ. აღნიშნული პირობა ვებ-გვერდის გამომდინარეობს ტექნიკური სპეციფიკიდან, რადგან დასახელებულ პირობებზე თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია განთავსდეს შეკვეთა მომხმარებლის მხრიდან.
- პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები
- ვებგვერდის, სოციალური ქსელების ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, კომპანია ამუშავებს და ინახავს მონაცემებს, რომელთაც მომხმარებელი აწვდის კონსულტაციის მიღების ან კომპანიის პროდუქტებით სარგებლობის მიზნით, ელექტრონული განაცხადის შევსებისას. ამგვარი მონაცემებია:
- სახელი, გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- მისამართი.
- კომპანიის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონითა და ამავე კანონის შესაბამისად მიღებული „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად.
- კომპანია უზრუნველყოფს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას მომხმარებლის პერსონალური მონაცემთა დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
- კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.
- რეგისტრაცია და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- ონლაინ შეკვეთის განთავსებისთვის საჭიროა მონაცემების შევსება ვებ-გვერდზე, ხოლო რეგისტრაცია შესაძლებელია Footer-ის განყოფილებაში.
- რეგისტრაციისას, ისევე როგორც შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებელი აწვდის კომპანიას პერსონალურ მონაცემებს. ამ მონაცემების დამუშავება რეგულირდება წინამდებარე „წესებითა და პირობებით“ და „კონფიდენციალურობის პოლიტიკით“, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე „წესებისა და პირობების“ განუყოფელ ნაწილს.
- პოლიტიკის აღსრულება
როდესაც მყიდველსა ან გამყიდველს შორის სადავო საკითხები წარმოიშობა, კომპანიას შეუძლია გაითვალისწინოს მომხმარებელთან არსებული ურთიერთობის სპეციფიკა, ისტორია და სხვა გარემოებები კომპანიის პოლიტიკის გამოყენებისას. კომპანიას შეუძლია ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომები პოლიტიკის აღსრულებისას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას რომელიმე მომხმარებლის მიმართ. ზემოაღნიშნული არ ზღუდავს კომპანიის უფლებას, უარი თქვას, შეცვალოს ან შეწყვიტოს კომპანიის სერვისების მთელი ან ნაწილი ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი მიზეზით თავისი შეხედულებისამებრ.
- სხვადასხვა
- გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარად არის გათვალისწინებული მომხმარებელთან არსებულ შეთანხმებაში, თუ წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმების რომელიმე დებულება ჩაითვლება ბათილად, ძალადაკარგულად ან რაიმე მიზეზით აღუსრულებლად, ასეთი დებულება არ იმოქმედებს დარჩენილი დებულებების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.
- სათაურები მოცემულია მხოლოდ მითითებისთვის და არ ზღუდავს კონკრეტული მუხლების ფარგლებს ან მოცულობას. კომპანიის მხრიდან მომხმარებლის ან სხვების მიერ დარღვევის მიმართ ქმედების შეუსრულებლობა არ ნიშნავს კომპანიის უფლებაზე უარის თქმას შემდგომი ან მსგავსი დარღვევების მიმართ ქმედებაზე. კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ იმოქმედებს წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმების ყველა დარღვევის წინააღმდეგ.
- კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები ნებისმიერ დროს, შესწორებული პირობების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით. კომპანიის უფლება, შეცვალოს მომხმარებლის შეთანხმება, მოიცავს უფლებას შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს პირობები მომხმარებლის შეთანხმებაში. კომპანია მომხმარებელს 30 დღით ადრე მიაწვდის შეტყობინებას უშუალოდ ან შესწორებული პირობების გამოქვეყნების გზით. პირდაპირი წესით შეტყობინება მოხდება SMS გზავნილით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების გამოყენების გაგრძელება წარმოადგენს მომხმარებლის თანხმობას შეტანილ ცვლილებებზე. კომპანია ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლის თანხმობის დადასტურება.
- ყველა წესი და მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნებულია კომპანიის პლატფორმის მეშვეობით, ადგენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის წესებს და პრინციპებს.