


TESY წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან ევროპულ ბრენდს ცხელი წყლის გამაცხელებლებისა და გათბობის სისტემების სფეროში. ინოვაციური ტექნოლოგიით, თანამედროვე დიზაინითა და ენერგოეფექტური მიდგომით, TESY აქტიურად იკავებს ლიდერის პოზიციებს ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე. TESY ცვლის კომფორტის სტანდარტებს ჭკვიანი და მდგრადი ტექნოლოგიებით.

TESY დაარსდა 1993 წელს ბულგარეთში და დღეისათვის წარმოადგენს Ficosota Holding-ის შემადგენლობას, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციითა და თანამედროვე მენეჯმენტით. TESY-ს განსაკუთრებულად გამოარჩევს ინტელექტუალური ტექნოლოგიები – მათ მიერ შექმნილი პროდუქცია აღჭურვილია Wi-Fi კონტროლით, ციფრული მონიტორებითა და ავტომატური რეჟიმებით, რაც უზრუნველყოფს ენერგიის ოპტიმალურ ხარჯვას და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს.
TESY-ის ბრენდი ერთდროულად ეყრდნობა, როგორც თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს და ენერგოეფექტურ და ეკომეგობრულ მიდგომას, ისე მომხმარებელზე ორიენტირებულ ინოვაციებს.
TESY-ის პროდუქცია მოიცავს:
- ელექტრო წყლის გამაცხელებლები
- ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბოილერები
- ელექტრო კონვექტორები
- ცხელი წყლის სისტემები “smart” მართვით
TESY-ს ქარხნები განლაგებულია 120 000 მ²-ზე მეტი ფართობით და წლიურად აწარმოებს 1 მილიონზე მეტ მოწყობილობას, რომლებიც 55-ზე მეტ ქვეყანაში რეალიზდება.
ბრენდის ძირითადი ღირებულებებია ინოვაცია, ხარისხი, მომხმარებლის კმაყოფილება და ტექნოლოგიური განვითარება.
კომპანია “თერმორუმი” TESY-ს ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.