


კომპანია Sime ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე ბრენდი გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების სფეროში. 50 წელზე მეტი გამოცდილებით, ის აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, პროდუქციის გაუმჯობესებას და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.

ბრენდი “Sime” დაფუძნდა იტალიაში 1972 წელს, ქალაქ ლეჯენანო–ში (Legnago, Verona) და დღემდე აწარმოებს გათბობის ტექნოლოგიებს უმაღლესი ევროპული სტანდარტებით.
Sime-ის პროდუქცია მოიცავს:
- კონდენსაციური ქვაბები
- სტანდარტული სიმძლავრის ქვაბები
- ცხელი წყლის სისტემები
Sime-ის ქარხანა განთავსებულია 35,000 მ²-ზე მეტ ფართობზე და აღჭურვილია უახლესი ავტომატიზირებული ხაზებით. ყველა პროდუქტი გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს, რაც უზრუნველყოფს მის საიმედოობასა და ენერგოეფექტიანობას. პროდუქცია გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, კომპაქტურობით, ეკოლოგიური მასალებითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით, რაც მას განსაკუთრებით მომხმარებელზე მორგებულს ხდის.
Sime ექსპორტზე გადის 60-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და სამრეწველო ობიექტებში.
გათბობის სისტემების არჩევისას, ხარისხი და ეკონომიურობა გადამწყვეტია – Sime სწორედ ამ ორი ფაქტორის იდეალურ ბალანსს უზრუნველყოფს. მომხმარებლისთვის ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივი განვითარება სანდოობის გარანტიაა.
Sime გთავაზობთ ინოვაციურ ტექნოლოგიას, იტალიურ დიზაინს და ენერგოეფექტურობას თქვენი კომფორტისთვის.
კომპანია “თერმორუმი” Sime-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.