კომპანია “თერმორუმი” AERMEC-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

 

კომპანია „Aermec“-ის შექმნის იდეა ერთი ძალიან მარტივი,თუმცა ამავდროულად საჭირო მოთხოვნის საფუძველზე დაიბადა,რაც გულისხმობდა მაქსიმალური კომფორტის შექმნას იქ,სადაც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ადამიანები.

Aermec“-ის ბრენდი 1963 წელს,იტალიაში დაარსდა და მალევე გასცდა სამშობლოს საზღვრებს.ძალიან სწრაფად გაფართოვდა და  ბევრი მიმართულება მოიცვა,Aermec-ის კონდიცირების სისტემები 1998 წლიდან გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,სასტუმროებში,სავაჭრო ცენტრებში,გასართობ და საოფისე შენობებში.დღესდღეობით ფაქტიურად არ არსებობს კონდიცირების სისტემები,რასაც კომპანია „Aermec“-არ აწარმოებს.ბრენდის პროდუქციის სრული სპექტრი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით,მაღალი ხარისხის მასალითა და უნიკალური შესრულებით,რაც მაქსიმალურად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს.

კომპანია „Aermec“-ის პრიორიტეტი დაარსებიდან დღემდე გახლავთ ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით,ადამიანებისათვის მაქსიმალური კომფორტის მინიჭება,ეს იდეა უდევს სწორედ საფუძვლად ბრენდის კორპორატიულ ფერს,მწვანეს.

კომპანია „Aermec“-ი 700 ზე მეტ თანამშრომელს ითვლის,ქარხანა კი 130 000მ2 ფართობზეა განლაგებული,რაც თავისმხრიმ მსოფლიო ლიდერებს შორის აყენებს კონდიცირების ტექნოლოგიაში.

Aermec“-ის ბრენდი აერთიანებს 300 ზე მეტი დასახელების პროდუქციას : ჩილერები;თბური ტუმბოები;ფენკოილები;სპლიტ სისტემის კონდიციონერები და სხვა.

 

Aermec“-ის 6 საერთაშორისო ფილიალი და 70 ზე მეტი საერთაშორისო დისტრიბუტორი კომპანია,პროდუქციაზე სრულ ტექნიკურ სერვისს გვთავაზობს.

 

შეგახსენებთ,რომ კომპანია „თერმორუმი“  „Aermec“-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.